LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხვანაირად აეწყობა“ – დაიხარჯება თუ არა თანხა ბიუჯეტიდან და როგორი იქნება დედაქალაქის ნაძვის ხე

223
კალაძე

„საახალწლო განათებაზე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ილუმინაციები შესაძლოა, ქუჩების მიხედვით შეიცვალოს.

„კონკრეტული სანათები შარშან თუ ვაკეში იყო, [წელს] შეიძლება სხვა ქუჩაზე ვიხილოთ. ახალი სანათები შეძენილი არ არის.

ნაძვის ხეს არც არაფერი ემატება და არც აკლდება. შარშან სხვანაირად აეწყო, წელს სხვანაირად აეწყობა. [ნაძვის ხე] იძლევა  შესაძლებლობას, აწყობის ტიპი შევცვალოთ და შესაბამისად, წელს განსხვავებული იყოს.

დეკემბრის შუა რიცხვებში აინთება და ამავე დღეს, ჩაირთვება საახალწლო ილუმინაციები მთელ ქალაქში.

მერია აუცილებლად დააანონსებს და წინასწარ იტყვის, როდის ჩაირთვება საახალწლო განათებები.“ – განუცხადეს „ფორტუნას“ მერიაში.

როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტეს, ზოგიერთ უბანში საახალწლო განათება ვერ მონტაჟდება, რადგან ამის საშუალებას კონკრეტულ უბნებში სანათების მდებარეობა არ იძლევა.

„სანათები ყველგან არაა განლაგებული. შესაბამისად, ვერ ხერხდება საახალწლო განათების მონტაჟი. ასეთი პრობლემა აქვს ვაჟა ფშაველას, მარჯანიშვილსა და სხვა ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას რეაბილიტაციის შემდეგ, მერია გაითვალისწინებს და გადაჭრის ამ პრობლემას.

იმ უბნებში, სადაც აღნიშნულია პრობლემაა, საახალწლო განწყობის შექმნას ხეებზე „სტრიმების“ გაკეთებით ვცდილობთ.

შეიძლება ითქვას, რომ წელს თბილისის მერია საახალწლო განათება არაფერი დაუჯდება. თანხა დაიხარჯება მხოლოდ შემოქმედებით ღონისძიებებში, რომელიც 23 დეკემბრიდან დაიწყება და  14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება“. – განუცხადეს „ფორტუნას“ მერიაში.

 

ფოტო აქრივიდან

 

ფოტო არქივიდან

 

ფოტო არქივიდან
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g