LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა აბრაზებს, განწირულია

51
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

ამ დღეების განმავლობაში მუდმივად გვესმის საუბარი ოპოზიციის მხრიდან და მცდელობა, რომ როგორმე გადაფარონ საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ძვრები, საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენი ოპონენტები ბოდიშის მოხდას გვთხოვენ ეკონომიკური ზრდის გამო, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – ღარიბაშვილი

საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე ჩამოვიდა – ირაკლი ღარიბაშვილი

„ამ დღეების განმავლობაში მუდმივად  გვესმის საუბარი ოპოზიციის მხრიდან და მცდელობა, რომ როგორმე გადაფარონ საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ძვრები, ეკონომიკური ზრდა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის ხელმძღვანელობით  ჩვენი სახელისუფლებო გუნდის და ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით იქნა მიღწეული ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პოსტპანდემიური აღდგენის პერიოდი დავიწყეთ და გავატარეთ სათანადო პოლიტიკა ამ მიმართულებით.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენი ოპონენტები ბოდიშის მოხდას გვთხოვენ ეკონომიკური ზრდის გამო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე მეტყველებს მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები და მათი მონაცემები. კერძოდ, როდესაც სავალუტო ფონდის მონაცემებით მშპ ერთ სულ მოსახლეზე 7 500 დოლარია და მომავალ წელს უკვე იმ ნიშნულს მიაღწევს, რომ 2027 წელს 10 ათას დოლარს გასცდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g