უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის დღევანდელ განცხადებებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ეხმიანება.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ, ნებისმიერ საკითხს განიხილავენ:
„ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, – აცხადებს გიორგი ტყემალაძე.
შეგახსენებთ, დღეს ანდრეი კასიანოვმა შემაჯამებელ ბრიფინგზე საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე, უკრაინის დახმარების მნიშვნელობასა და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლითაც შესაძლებელია უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს პატივი მიაგონ.
მისი განცხადებით, კარგი იქნებოდა უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა.