LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასიანოვი: თბილისში უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ ჯარისკაცებისთვის პატივი მიგვეგო

127
Untitled design

უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლითაც შესაძლებელია უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს პატივი მიაგონ.

კასიანოვი: მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, უკრაინისთვის იარაღის და სხვა ტექნიკის მიწოდებაზე საქართველოს მთავრობისგან პასუხი არ მიგვიღია

როგორც ანდრეი კასიანოვმა აღნიშნა, ამისათვის კარგი საშუალება იქნებოდა უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა.

„უკრაინას მორალური მხარდაჭერაც სჭირდება, მაგრამ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან, განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა.

დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის დაზოგვის გარეშე იცავდნენ ჩვენს ქვეყნების საერთო მტრისგან, რუსეთისგან“, – აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.

ანდრეი კასიანოვი: უკრაინას უკიდურესად სჭირდება გენერატორებით დახმარება – ერთი თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია

ანდრეი კასიანოვი: შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g