LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრეი კასიანოვი: შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით

150
Untitled design

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში, ანდრეი კასიანოვი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანება.

ქართველი დიპლომატები სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ

როგორც კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე აღნიშნა, უკრაინული მხარე შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით:

„სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან პირადად არაერთი შეხვედრა გავმართე. ამასთან, 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას.

ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დავაყენებ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომების მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, – თქვა კასიანოვმა.

როდის იმსჯელებს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მოსამართლე – რას ამბობს ადვოკატი

„სააკაშვილთან იყენებენ 14 დასახელების რუსულ წამალს, რომლებიც წამლის სააგენტოს მიერ დადასტურებული არ არის“ – ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები