LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილთან იყენებენ 14 დასახელების რუსულ წამალს, რომლებიც წამლის სააგენტოს მიერ დადასტურებული არ არის“ – ადვოკატი

209
BeFunky-collage - 2022-12-06T013845.389

სააკაშვილთან იყენებენ 14 დასახელების რუსულ წამალს, რომლებიც წამლის სააგენტოს მიერ დადასტურებული არ არის, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, აშშ-ში, როცა გინდა შეაფასო პაციენტის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოსა და ციხის დაწესებულებაშია, შეგიძლია, გადაუღო ვიდეო, შეიტანო კამერა, რისი უფლებაც აქ არ მისცეს.

“ის [მიხეილ სააკაშვილი] იყო უკიდურესად ჯანმრთელი 54 წლის კაცი ძალიან მუქი თმით. ერთი წლის შემდეგ კი მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად გაუარესდა. დაკარგა დაახლოებით 22 კგ. მისი თმა აღარ არის ისეთივე შავი და დაიწყო ბუდობრივი ცვენა. მე მასთან ვიყავი მისული ექიმთან ერთად და ვნახე, როგორ აცლიდა ის თმას თავიდან. ახლა ეს ენერგიული კაცი შეგიძლიათ ნახოთ უზომოდ გაუარესებულ მდგომარეობაში. აშშ-ში, როცა გინდა შეაფასო პაციენტის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოსა და ციხის დაწესებულებაშია, შეგიძლია, გადაუღო ვიდეო, შეიტანო კამერა, რისი უფლებაც აქ არ მოგვცეს“, – თქვა ადვოკატმა [„ფორმულას” თარგმანი].

მასიმო დანჯელო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოწამვლის შესაძლო ფაქტზეც საუბრობს.

„ადამიანი, რომელიც არ იღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, რომელმაც ბევრი გააკეთა ქვეყნის ვესტერნიზებასა და იდენტობის შექმნისთვის. ის მოკლებულია ყველა საჭირო დახმარებას. მას სცემეს კიდეც, ფიზიკურად ათრიეს, მენტალურად დააზიანეს, უფრო მეტიც, ის მოწამლეს კიდეც. დოქტორმა სმიტმა მის სხეულში იპოვა დარიშხანის და ვერცხლისწყლის კვალი. ის არის პოლიფარმაციის მსხვერპლი. მასთან იყენებენ დაახლოებით 14 დასახელების წამლებს, რომლებიც არ არის დადასტურებული წამლის სააგენტოს მიერ. ეს არის რუსული წარმოების წამლები. არის ადამიანის უფლებების მთელი რიგი დარღვევები. ცემიდან დაწყებული სხვა ეპიზოდამდე, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს ღამით აღვიძებდნენ მცველები, რომლებიც ურტყამდნენ ფიზიკურად, მიათრევდნენ, მუხლებს კისერზე აჭერდნენ, რამაც უზარმაზარი დაზიანება და ტკივილი გამოიწვია“, – განაცხადა სააკაშვილის ინტერესების დამცველმა [„ფორმულას” თარგმანი].

ამავე თემაზე:

გიორგი გრიგოლია – მიხეილ სააკაშვილთან უკვე კახექსიური მდგომარეობაა, რაც შეიძლება გართულდეს სისხლდენებით, ინსტულტით და ინფარქტით

“ზურაბიშვილი არ შეიწყალებს სააკაშვილს.. ის არ გადადგამს არცერთ ნაბიჯს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, ზურაბიშვილი რიტორიკულად ეპრანჭება დასავლეთს” – გია ხუხაშვილი

სააკაშვილს ნებისმიერი გართულება შეიძლება ჰქონდეს, ექიმები მზად არიან და რეანიმაციის განყოფილებაც მზად არის – გიორგი გრიგოლია

“სააკაშვილი მკურნალობის კურსს უნდა დაემორჩილოს და შეეგუოს, რომ სასჯელის მოხდა უწევს” – წულუკიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g