ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით, თუ ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას.
მისივე თქმით, ავსტრია ნეიტრალური ქვეყანაა.
„ჩვენ ვართ ნეიტრალური ქვეყანა, გვაქვს სპეციალური სტატუსი ევროკავშირში და ამ მიზეზით ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება. თუმცა, ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია ჰუმანიტარული დერეფნების, ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დანაშაულების ობიექტური გამოძიებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.