LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა მასშტაბის სიმდაბლეა კოლეგას ჯერ ხელი ჰკრა, მერე აგინო და ტირილამდე მიიყვანო.. შეიძლება ვცდები და კადრებში არ ჩანდა მხარდაჭერა?” – დათო გორგილაძე

750
BeFunky-collage (2)

„მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნატალი ჩახუტაშვილს „იმედის“ ოპერატორმა პირდაპირ ეთერში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ამ ფაქტს გამოეხმაურა მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე.

“თქვენ (და საკუთარ თავს) არ ვაკადრებ იმის ახსნას, რა მასშტაბის სიმდაბლეა კოლეგას ჯერ ხელი ჰკრა, მერე აგინო და ტირილამდე მიიყვანო.

რა მნიშვნელობა აქვს კამერების წინ მოხდება ეს თუ კამერებისგან ფარულად.

სხვა რამ უფრო მადარდებს:

რა დროს, რა მომენტში, რა ვითარებაში… ისტორიის რომელ მონაკვეთში დავჩაჩანაკდით ისე, რომ წამლად არ მოიძებნა თუნდაც ერთი სულიერი, ვინც ამ გოგოს გამოექომაგებოდა.

ფიზიკურ შველას კი არ ვგულისხმობ, შორს ვარ მაგისგან.

[შეიძლება ვცდები და კადრებში არ ჩანდა მხარდაჭერა? თუ ასეა, პირველს მე გამიხარდება]”, – დაწერა დათო გორგილაძემ ფეისბუქში.

პირდაპირი ეთერის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან უხეშად გამომივიდა.. თავის მართლებას ვერ დავიწყებ და ბოდიშს ვიხდი – „იმედის“ ოპერატორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g