LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ მზადაა უკრაინას ელექტროენერგიის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობა მიაწოდოს: ანდრეი ერმაკი

128
Untitled design (1)

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების სწრაფი აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდება უზრუნველყოს“.

ანდრეი ერმაკმა ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეფრი პიატს და უკრაინაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვედრისას რუსული თავდასხმის შედეგები გააცნო.

„ჩვენს ქვეყანას სჭირდება აღჭურვილობა და სხვა დახმარება, რათა სწრაფად აღადგინოს გათბობის და ენერგეტიკული ობიექტები რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ“, – აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g