LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კირთაძეზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დაკავებულია

119
დაკავება

არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დაკავებულია.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული პოლიციის განყოფილებაში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს.

„ამის დამკვეთებს არ მოსწონს ისინი, ვინც ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ რეჟიმს აპროტესტებენ და თავდასხმა გადაწყვიტეს“ – ენმ-ის წევრი მასზე თავდასხმის გამო საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

ცნობისათვის, გუშინ, ბათუმში, სატელევიზიო ჩართვის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. კირთაძეს მამაკაცმა თავდაპირველად კვერცხი ესროლა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„ქვეყნის მოღალატე ხარ“ – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გიორგი კირთაძეს პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს თავს დაესხნენ და კვერცხები ესროლეს

„ბედავენ და ადამიანს ქალაქის ცენტრში უშენენ კვერცხებს, მაშინ როდესაც ბრეგაძე მშვიდად დგას და პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას გვიკითხავს“: ნიკა მელია

„ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლარიზაციის დასრულება არ სურს“, „კვერცხების სროლით კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ“ – ოპოზიცია კირთაძეზე თავდასხმას ეხმიანება

ვიღაცამ კვერცხი თუ ესროლა, ეს არ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ გაილაშქრა, სახელმწიფო აპარატმა, უშიშროებამ 2 კვერცხი იყიდა, გამვლელს მისცა და სთხოვა კირთაძისთვის ესროლა: გია ვოლსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g