LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიღაცამ კვერცხი თუ ესროლა, ეს არ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ გაილაშქრა, სახელმწიფო აპარატმა, უშიშროებამ 2 კვერცხი იყიდა, გამვლელს მისცა და სთხოვა კირთაძისთვის ესროლა: გია ვოლსკი

209
Untitled design (1)

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას ეხმიანება. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დესტაბილიზაციას და არეულობას უჭერენ მხარს.

„ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლარიზაციის დასრულება არ სურს“, „კვერცხების სროლით კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ“ – ოპოზიცია კირთაძეზე თავდასხმას ეხმიანება

„ბედავენ და ადამიანს ქალაქის ცენტრში უშენენ კვერცხებს, მაშინ როდესაც ბრეგაძე მშვიდად დგას და პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას გვიკითხავს“: ნიკა მელია

რაც შეეხება გიორგი კირთაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თავდამსხმელის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დგას, გიორგი ვოლსკი პასუხობს და აცხადებს, რომ ეს „უსაფუძვლო და უნიათო კომენტარია“.

„ნაცმოძრაობისა და კირთაძის პოზიცია ყველამ იცის. მხარს უჭერენ დესტაბილიზაციას, არეულობას. ვიღაცამ კვერცხი თუ ესროლა, რა საკვირველია ეს არ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ გაილაშქრა სახელმწიფო აპარატმა და უშიშროებამ 2 კვერცხი იყიდა, გამვლელს მისცა და სთხოვა, რომ კირთაძისთვის ესროლა. აბსოლუტურად უსაფუძვლო და უნიათო კომენტარი გააკეთა“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები