მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის „ინსტაგრამ“ პოსტმა, მსოფლიო თასთან დაკავშირებით, ყველა რეკორდი მოხსნა.
ამის შესახებ ცუკერბერგი „ფეისბუქში“ წერს.
„ლიონელ მესის მსოფლიო თასის პოსტი ახლა ყველაზე მეტად მოწონებული პოსტია „ინსტაგრამის“ ისტორიაში.
ასევე ფინალის განმავლობაში, WattsApp-მა მიაღწია რეკორდულ, 25 მილიონ შეტყობინებას წამში,“ – წერს მარკ ცუკერბერგი.