LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოითხოვე იპოთეკური სესხი ბინის შესაძენად area-ზე

1202
715x400_UP6

მიმდინარე წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები საგრძნობლად გაიზარდა, ამ ფონზე კიდევ უფრო გართულდა ბინის შეძენა, შესაბამისად მოთხოვნამ მოიმატა იპოთეკურ სესხებზე, რომელიც როგორც წესი უძრავი ქონების შესაძენად, ასაშენებლად და რემონტისთვის გაიცემა ხოლმე.

უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა area.ge მაძიებლებს სთავაზობს გასაყიდი ქონების ყველაზე დიდი არჩევანს. არეა მის სივრცეში აერთიანებს როგორც მეორეულ, ასევე მშენებარე და ახალაშენებულ პროექტებს დეტალური აღწერილობით.  მისი პარტნიორობა საქართველოში არსებულ თითქმის ყველა დეველოპერულ კომპანიასთან განაპირობებს area.ge – ზე უძრავი ქონების ექსკლუზიური შეთავაზებების არსებობას, რაც შეიძლება იყოს კარგი შანსი ოცნების ბინის შესაძენად.

თუ გსურთ, ბინის შეძენა და არ გაქვთ საკმარისი ფინანსები, ამ შემთხვევაში იპოთეკური სესხი ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. იმისთვის რომ თავიდან აირიდოთ ბანკის რიგებში დგომა, ზედმეტი ბიუროკრატია, შეარჩიეთ ბინა area.ge-ზე და საიტიდან, ონლაინ მოითხოვეთ იპოთეკური სესხი.

საიტზე წარმოდგენილ უძრავი ქონების ნებისმიერ განცხადებას ჩაშენებული აქვს სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი, რომელსაც გადაჰყავხართ იპოთეკური სესხის გვერდზე და გაძლევთ საშუალებას მარტივი აპლიკაციის შევსებით მოითხოვოთ იპოთეკური სესხი ერთდროულად სამ ბანკში. area.ge თანამშრომლობს საქართველოს ბანკთან, თიბისი და ტერაბანკთან, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს გამარტივებულად შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობები სამივე ბანკისგან.

იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში წინასწარი შენატანის, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის მოცულობისა და ვადის დაანგარიშებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ სესხის გადათვლისა და დისტანციურად მოთხოვნის ფუნქციით.

პლატფორმაზე მოცემული სესხის კალკულატორის საშუალებით, მომხმარებელი გამოთვლის ყოველთვიურ გადასახადს სასურველ სესხის ოდენობაზე, მიიღებს ინფორმაციას  თანამონაწილეობის, სესხის ვადის, პროცენტული განაკვეთის შესახებ, რის შემდეგაც მონიშნავს მისთვის საინტერესო ბანკს, შეავსებს პირად მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი) და გააგზავნის მოთხოვნას. შესაბამისი ბანკების წარმომადგენლები მომხმარებელს სამი დღის ვადაში კონკრეტული შეთავაზებით და პირობებით დაუკავშირდებიან და გააგრძელებენ სესხის აღების პროცესს

იპოთეკური სესხის აღებისას მინიმალური თანამონაწილეობა თანხის 10%-ს შეადგენს. თუმცა რაც უფრო მაღალია თანამონაწილეობის პროცენტი, მით უფრო უკეთეს პირობებში შეუძლია აიღოს მომხმარებელმა გრძელვადიანი იპოთეკური სესხი.

აღსანიშნავია, რომ იპოთეკური სესხის ასაღებად საჭიროა უძრავი ქონებით უზრუნველყოფა. შესაძლებელია იპოთეკით დაიტვირთოს როგორც უკვე მფლობელობაში არსებული ქონება, ისე ახალი ქონება, რომლის ყიდვასაც იპოთეკური სესხით აპირებთ.

რაც შეეხება ვადას, იპოთეკური სესხის ვადა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მომხმარებლის საჭიროებაზე, თუმცა, ზოგადად, ამ ტიპის სესხის მაქსიმალური ვადა 20 წლით განისაზღვრება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g