LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვირინგის 10 სახეობა, რომელიც არასოდეს არ უნდა გაიკეთოთ

539

დღესდღეობით საქართველოში სხეულის მოხატვა იმდენად პოპულარულია, რომ ხუთი ადამიანიდან, მინიმუმ ორს, სხეულზე სვირინგები აქვს. შესაბამისად, სხეულის მოხატვით დაინტერესებული პირების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. გინდათ სხეულის მოხატვა? ვერ გადაგიწყვეტიათ სხეულის რომელ ნაწილზე ან როგორი სვირინგი დაიხატოთ? გთავაზობთ პროფესიონალების მიერ შერჩეულ 10 სვირინგს, რომლის გაკეთებასც არ გვირჩევენ:

 

იეროგლიფები

ასეთი სახის სვირინგები გაურკვეველია. მსგავს სვირინგს უკვე ბევრი ადამიანი ატარებს, შესაბამისად თქვენს მიერ ამოსვირინგებული იეროგლიფი, არანაირ განსაკუთრებულ და განსხვავებულ ეფექტს არ მოგცემთ. გარდა ამისა, შეიძლება იეროგლიფის შინაარსი იყოს ასეთი: დავნებდები iPhone-ს გამო, ხოლო თქვენ ეს ვერასდროს შეიტყოთ. თუკი თქვენ მოგეწონათ რაიმე ფრაზა, მაგალითად: „მხოლოდ ღმერთს შეუძლია განმსაჯოს მე“- ასეთი ტიპის გამონათქვამებისთვის არსებობს ფეისბუქი, ტვიტერი… ნუ დაიმახინჯებთ სხეულს მსგავსი სვირინგებით. ეცადეთ უფრო ორიგინალური მოიფიქროთ.

 

 

სახელები

დღეს ერთი მეგობარი გოგონა გყავთ, ხვალ მეორე. ჩამონათვალი მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს. რამდენ სახელს დაიტევს თქვენი სხეული? ან რამდენი პარტნიორი შეიძლება გამოიცვალოთ თქვენს ცხოვრებაში? ასეთი სახის სვირინგებით სხეულის მოხატვა, რეკომენდებული არ გახლავთ.

 

 

 

დედა

რა თქმა უნდა თქვენ დედა გიყვართ და მის გამო ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ. ეს ისედაც ყველამ იცის. შესაბამისად მსგავსი ტიპის გრძნობების აფიშირება, არავითარ შემთხვევაში დადებით გავლენას არ მოახდენს თქვენზე.

 

 

სკულპტურები

სკულპტურული ნიმუშებით შექმნილი სვირინგები, აბსოლუტურად უინტერესოა გარშემომყოფთათვის. ძველ დროს არავინ დაგიბრუნებთ, არც გატეხილ ნივთებს შეგიკეთებთ ვინმე. ამიტომ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, სთხოვეთ მხატვარს მოდური კატალოგი, კარგად შეათვალიერეთ რა არის მოდაში და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

 

 

პორტრეტები

არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ სვირინგი დაკარგული ახლობლების გამოსახულებით. მითუმეტეს ცნობილი ადამიანების პორტრეტები. მსგავსი ტიპის სვირინგებს, ადამიანები ირონიულად უყურებენ.

 

 

მულტფილმის გმირები

მიუხედავად იმისა უყურებ თუ არა ანიმაციურ სერიალებს, ან გატაცებული ხარ თუ არა რომელიმე მულტიპლიკაციური ფილმის გმირით, მოერიდეთ გრძნობების ასეთი სახით აფიშირებას. პროფესიონალები გირჩევენ, რომ მსგავსი ტიპის სვირინგებისაგან თავი შეიკაოთ, რადგან გარშემომყოფების ირონიული მზერისა და ჭორაობის მსხვერპლი არ გახდეთ.

 

 

სვირინგი ჭიპზე

ნუ გაიკეთებთ სვირინგს ჭიპზე ორი მიზეზის გამო: პირველი რიგში ეს მანდილოსნების „ფიშკაა“ და მეორე რიგში იმიტომ, რომ ყოველთვის არ იქნები ისეთ შესანიშნავ ფორმაში, როგორც სვირინგის გაკეთების დროს. შესაბამისად ნუ გაიფუჭებთ სხეულს ასეთი ტიპის სვირინგით.

 

 

სვირინგი სახეზე, ან თავზე

თუ თქვენ საბოლოოთ არ გაგიჟებულხართ, მსგავსი სახეობის სვირინგს ნუ გაიკეთებთ, ეს ხალხს აშინებს. გარდა ამისა, არც იოცნებოთ, რომ ასეთი სვირინგით სადმე სამსახურს იშოვით.

 

 

სვირინგი ქვედატანზე

გარდა იმისა, რომ როგორც ამბობენ საშინლად მტკივნეულია, ამასთანავე არაფრის მომცემია სვირინგი ქვედატანზე. შესაბამისად პროფესიონალები გვირჩევენ, არასდროს არ გავიკეთოთ სვირინგი ინტიმურ ადგილებზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები