ვაკის, გლდანის და კრწანისის რაიონების მოსახლეობას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.
„ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვაკის დასახლების, კეკელიძის (ნაწილობრივ), პეტრიაშვილის, ჯაფარიძის, შატბერაშვილის და რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, ხიზანბავრის, ბოჭორიშვილის და აკაკი ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის (ნაწილობრივ) და ორთაჭალის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
