სემ სმიტის ჩაცმულობა დროსთან ერთად უფრო და უფრო თამამი ხდება. გასულ თვეს 30 წლის არტისტმა „ინსტაგრამზე“ პიკანტური ფოტოები გაავრცელა, მას ქურქი შიშველ სხეულზე აქვს მოცმული და მოტოციკლზე პოზირებს.
რამდენიმე საათის წინ კი მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი სმიტი სიდნეის ქუჩებში გადაიღეს. ის „ლგბტ“ ბარიდან გამოდიოდა. ამ დღეს სემს მოკლე ჯინსის შორტი და ყვითელი მაისური ეცვა, მის „ლუქს“ ყვითელი საყურეები და „ბოტეგა ვენეტას“ მწვანე ჩანთა ასრულებდა, რომლის ღირებულებაც 1520 ევროა.
რაც შეეხება არტისტის შემოქმედებას, მან შემოდგომაზე სიმღერა Unholy გაავრცელა. კიმ პეტრასთან დუეტი ძალიან წარმატებული გამოვიდა და არაერთი ჩარტის სათავეშიც მოექცა.
ქურქი შიშველ სხეულზე – სემ სმიტის ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს
ფოტო/ვიდეო: სემ სმიტის სილამაზის წესები – მომღერალი დღის რუტინას გვიზიარებს