LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტერორისტებმა უნდა წააგონ, მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს“ – რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის მიმდებარედ შეტევა განახორციელეს

143
1360B595-54F8-409D-8CDC-62586030F8A8

„ტერორისტებმა უნდა წააგონ, მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს, ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს საბოლოო დამარცხება“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთის ამჟამინდელი ბატონები ყველაფერს და ყველას გამოიყენებენ, ომში სიტუაციის შემობრუნებასა და დამარცხების გადადებას შეეცდებიან.

„ჩვენ უნდა ჩავშალოთ ეს რუსული სცენარი. ვემზადებით ამისთვის. ტერორისტებმა უნდა წააგონ. მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს.

ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს საბოლოო დამარცხება. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

როგორც ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტარუხი აცხადებს, რუსებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შეუტიეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაშავებულია ერთი ადამიანი.

უკრაინული მედიის ცნობით, განგაშის სიგნალი ასევე ჩაირთო დონეცკის, ხარკოვის, პოლტავსკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g