LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: შეუძლებელია მაკფოლის დონის დიპლომატმა არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ხსენება დემოკრატიასთან, აბსურდია – დაწერილი ტექსტი გაუმზადეს

152
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

ფაქტია, ლობისტების თემა მუშაობს – შეუძლებელია მაკფოლის დონის დიპლომატმა არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ხსენება დემოკრატიასთან მიმართებაში აბსურდია. გონივრული ეჭვი მაქვს, ტექსტი გაუმზადეს და ხელი მოაწერინეს, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან, მიხეილ სააკაშვილის შესახებ მაიკლ მაკფოლის სტატიას.

მაიკლ მაკფოლი: ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა ზურაბიშვილს უნდა მოუწოდონ სააკაშვილის შეწყალებისკენ

როგორც ირაკლი ზარქუა აცხადებს, როცა სააკაშვილთან მიმართებით მსგავსი განცხადებები კეთდება, გაუჭირდებათ „მოსახლეობის დარწმუნება, რომ დასავლეთი არის სამართლიანობა“.

„ლობისტების თემა მუშაობს, ფაქტია. ბატონი მაკფოლის განცხადება თამამად შეიძლება მივაწერო იმ თემას, რომელიც არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთნაირი სათაურით, ერთნაირი შინაარსით, რადგან შეუძლებელია მაკფოლის დონის დიპლომატმა არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ხსენება დემოკრატიასთან, აბსურდია. მისი ხსენება მედიაპლურალიზმთან არის შეუძლებელი, მისი ხსენება ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელია, ამიტომ მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ესეც არის დაწერილი ტექსტი – გაუმზადეს, როგორც იბეჭდება ერთნაირი სათაურებით მსოფლიოში და აქაც ეტყობა ხელი მოაწერინეს და გამოქვეყნდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მინდა კითხვა დავუსვა, აი მაგალითად, ბატონ ბაიდენს რომ გაეყიდა სტრატეგიული ობიექტები, ირანისთვის მიეყიდა, ირანული კომპანიებისთვის, მაგალითად, წყალი, რომელიც ვაშინგტონს ამარაგებს (ჩვენთან ეს გააკეთეს – რუსეთს მიჰყიდეს), იქ „სიენენი“ და „ფოქსნიუსი“ დაეხურა, შევარდნილიყო ბაიდენის ადმინისტრაცია, ასიათასობით ამერიკელი ეწამებინა და ამაზე დასკვნა დაედო ევროპულ სასამართლოს, ამის შემდეგ ბატონი მაკფოლი ამ განცხადებებს გააკეთებდა, რომ დემოკრატიის შუქურა, მედიის თავისუფლების მხარდამჭერი და ადამიანის უფლებების დამცველია ბაიდენი? იტყოდა, რომ თურმე როგორ დაიჭირეს? – არა. ეს საქართველოა, პატარა ქვეყანაა და მოსულა? ეს არის თქვენი მიდგომა საკითხისადმი?

არ გვჯერა ბატონებო ამის, არ არის ეს სამართლიანი მიდგომა. ჩვენ, ქართველებს უკეთესი კულტურის , ტრადიციის, სტუმართ- მასპინძლობის, უკეთესი ხეობების, ხედის, უკეთესი სამზარეულოს და ღვინის ქვეყანა გვაქვს, ვიდრე თქვენ, მაგრამ ჩვენ დასავლეთთან იმიტომ გვინდა, რომ მოგვწონს ის, რაც არის კანონის უზენაესობა,რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსი გაქვს, თუ დანაშაულს ჩაიდენ, პასუხს აგებ სამართლიანად, მოგვწონს იმიტომ, რომ უკეთესი განათლების სისტემაა, ამიტომ გვინდა დასავლეთი და ამერიკა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყოფნა, რომ მეტი უსაფრთხოებაა თქვენთან, მეტი დემოკრატიული პროცესი და როცა ასეთ განცხადებებს აკეთებ, რომ სააკაშვილი თურმე წარსული დემოკრატიული დამსახურებისთვის უნდა გამოვუშვათ ციხიდან, ამ სიტყვათა წყობას როცა სააკაშვილთან მიმართებით ააწყობთ და გამოთქვამთ, მერე ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი მოსახლეობა დავარწმუნოთ, რონ დასავლეთი არის სამართლიანობა, კანონის უზენაესობა.

მე ვიტოვებ უფლებას ვთქვა, რომ ეს არის ფასიანი ლობისტების… ეს აქციებიც გგონიათ შემთხვევითია? – არა, დიდი ფულია გადახდილი, რომ დაორგანიზებულიყო. მართალია ჩაუფლავდათ, ხან სამი გამოვიდა, ხან ორი, ხან პლაკატი არ მოიტანეს, მაგრამ ერთი ხელწერაა, ეს ნანახი აქვს ქართველ ხალხს – ვიცით ბატონებო, გვინახავს. ნუ იგდებთ თავს უხერხულში და ჩვენც ნუ გვაგდებთ უხერხულში, რადგან გაგვიჭირდება მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ ეს არის სამართლიანობა და კანონის უზენაესობა და პუტინის როლზე და მის ინტერესებზე ვინც მუშაობს,სწორედ ასეთი განცხადებები (უწყობს ხელს), რომ ნიჰილიზმი დავნერგოთ მოსახლეობაში, ეს უნდა სწორედ პუტინს.

გვიკვირს გამოცდილი პოლიტიკოსებისგან, ვინც სააკაშვილს და დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მედიაპლურალიზმს ერთ სიბრტყეში აყენებს, ჩამობრძანდით და გაესაუბრეთ მოსახლეობას, ჰკითხეთ „ნაციონალური მოძრაობა“ და დემოკრატია სინონიმებია თუ არა, მიიღებთ იქ პასუხს და მერე ძალიან შეგრცხვებათ ,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ მაკფოლი გამოცემა The Washington Post-ში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს სახელწოდებით – „მსოფლიომ არ უნდა დაუშვას საქართველოს ექსპრეზიდენტის ციხეში სიკვდილი”.

მაიკლ მაკფოლი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს დემოკრატი ლიდერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებით უნდა გამოვიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები