7 იანვარს “ოტიუმში” გელა დონაძისა და ანუკი ცქვიტინიძის კონცერტი გაიმართება. საშობაო კონცერტი უკვე მეორე წელია, ტრადიციად დაამკვიდრეს. მაყურებელი მოუთმენლად ელოდება ქართული სიმღერის საუკეთესო შემსრულებთან შეხვედრას და მათ საშობაო პროგრამას, რომელიც განსაკუთრებული იქნება.
შესრულდება ძველი და ახალი რეპერტუარი. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან მომღერლები ლელუკა თელია და თუთიკო ცქვიტინიძე და ასევე პიანისტი რატი მეზვრიშვილი.
ანუკისა და გელას კონცერტს ჯგუფი “ანოსთან და მახოსთან” წარმოადგენს. საღამოზე დასასწრები ბილეთები სრულად არის გაყიდული.
ვიდეო: გელა დონაძისა და ანუკი ცქვიტინიძის სასიყვარულო შესრულება
ვიდეო: გელა დონაძემ და ანუკი ცქვიტინიძემ „ო, რერო, რერო“ არაჩვეულებრივად შეასრულეს