LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ძალიან აშინებდა სიკვდილი“: რას წერს ლიზა ყენია ბელგიაში გარდაცვლილ ლიზა ქისტაურზე

936
BeFunky-collage (4)

ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს მომღერალი ლიზა ყენია ეხმაურება.

ლიზა სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ლიზას გარდაცვალების ამბავი, მისი მორიგი ხუმრობა ეგონა.

ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვა დაადასტურა

„სამი დღეა ვცდილობთ გავიგოთ რა ხდება, ვერაფერს ვარკვევდით, სანამ ხალხი გაიგებდა ჯერ კიდე მაშინ ვარკვევდით, არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია რადგან ბოლომდე ვთვლიდი, რომ მისი გამოგონილი მომდევნო ხუმრობა იყო.

უბედურება მოხდა, უსამართლობა მოხდა.

ბოლოს ზაფხულში ვისაუბრეთ, რაღაც გაურკვევლობის გამო ბოდიშს მიხდიდა, ავუხსენი რომ არ ვარ ის ადამიანი, რომ ცუდი დავიმახსოვრო და კარგი აღარ მახსოვდეს, ვუთხარი რომ მასზე მხოლოდ კარგი მახსოვდა, ისიც მითხრა ამერიკაში ჩამოსვლას და ჩემს ნახვას რომ აპირებდა, შენს დაპროექტებულ სახლებზე და ნახატებზე ვგიჟდებიო, თითქოს გაზრდილი და უფრო მგრძნობიარე იყო.

ჩვენ არ ვყოფილვართ ახლო მეგობრები, თუმცა ვიცი, რომ განსაკუთრებულად მოვწონდი და ამას რაღაც ფორმით სულ მაგებინებდა.

არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ძალიან აშინებდა სიკვდილი,“ – წერს ლიზა ყენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g