LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზას არ გაუხსნია შეტყობინება და შესაბამისად არც ლენოს თვალით დანახული ლიზა უნახავს – ლულუ კახიანმა წლების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისმა შვილმა ლიზა ქისტაური დახატა

1519
site_715X400 (21)

ტელეწამყვანი ლულუ კახიანი სოციალურ ქსელში ნახატს აქვეყნებს, რომელიც მისმა შვილმა, ლენომ 2017 წელს დახატა.

ლულუმ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ ნახატზე გამოსახული გოგონა ლიზა ქისტაურია.

ლენომ გარდაცვალებამდე ლიზას მესინჯერით გაუგზავნა ნახატი. თუმცა ლიზას მესინჯერი არ გაუხსნია.

„მახსოვდა, რომ ლენო იცნობდა ლიზას. ერთხელ მოვიდა და მომიყვა, რომ მარჯანიშვილის მაკდონალდსში გაიცნო და ბევრი იცინეს და ძალიან დადებითი მუხტი მიიღო მისგან.

ეს ნახატი სამი წელია ჰკიდია ჩემ მისაღებ ოთახში ლენოს სხვა ნახატებთან ერთად და სულ ვფიქრობდი, ვინ დახატა ლენომ.

რადგან სხვა ასეთ პორტრეტებზე სახელებიც წერია და ვიცი ვინც არიან. გაუგზავნა კიდევაც ეს ნახატი 2017 წლის 11 აგვისტოს მესინჯერში.

თუმცა ლიზას არ გაუხსნია შეტყობინება და შესაბამისად არც ლენოს თვალით დანახული ლიზა უნახავს…

ალბათ ახლა ამას უკვე ლენოსგან გაიგებს პირადად“. – წერს ლულუ კახიანი.

„ის ბიჭი, მგონი, თავის ქვეყანაში იყო წასული, ვფიქრობ, შეიძლება, ამხელა ტრაგედია არც კი იცის მისმა შეყვარებულმა“ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ლიზა ქისტაურის გარდაცვალებაზე

ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვა დაადასტურა

„რატომ წავიდა ასე სევდიანად დედის ერთადერთი შვილი.. სულ ვიქნებით ქვეყანა და ხალხი, რომელსაც მკვდარი უფრო უყვარს, ვიდრე ცოცხალი“ – ნინა კობახიძე ლიზა ქისტაურზე

„არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ძალიან აშინებდა სიკვდილი“: რას წერს ლიზა ყენია ბელგიაში გარდაცვლილ ლიზა ქისტაურზე

დათო გორგილაძე ლიზა ქისტაურზე: აღმაფრთოვანებდა მისი უნარი, რომლის დახმარებითაც რთულ და წინააღმდეგობრივ გზაზე მოსიარულე, არ კარგავდა სილაღეს საკუთარი თავის და სხვების გასამხნევებლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g