LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ წავიდა ასე სევდიანად დედის ერთადერთი შვილი.. სულ ვიქნებით ქვეყანა და ხალხი, რომელსაც მკვდარი უფრო უყვარს, ვიდრე ცოცხალი“ – ნინა კობახიძე ლიზა ქისტაურზე

1788
Untitled design

„რატომ წავიდა ასე სევდიანად დედის ერთადერთი შვილი. უცნობი შორეული ნაცნობი, ასე დიდი ხანია არ მტკენია“, – ასე ეხმიანება ბელგიაში ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას „ჯეოჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა კობახიძე.

ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვა დაადასტურა

ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართველებს მკვდარი უფრო უყვარს, ვიდრე ცოცხალი“.

„ეს არაჩვეულებრივად ნიჭიერი ადამიანი წლების წინ აღმოვაჩინე ინსტაგრამზე… მის შემდეგ სულ ვუყურებდი და ვგულშემატკივრობდი მას, ცხოვრების ყველა ეტაპზე..

რატომ იყო მისი დასასრული ასეთი მძიმე, მეც ვკითხავდი ღმერთს.. რატომ წავიდა ასე სევდიანად დედის ერთადერთი შვილი. უცნობი შორეული ნაცნობი, ასე დიდი ხანია არ მტკენია.. ლიზი ქისტაურის დასასრული უმძიმესია, უნდა ეცოცხლა დიდხანს და თავისუფლად თავის ნიჭში და ოცნებებში.

ჩვენ კი სულ ვიქნებით ქვეყანა და ხალხი, რომელსაც მკვდარი უფრო უყვარს, ვიდრე ცოცხალი. მკვდარი მართლა სტკივა და თავში იცემს ხელს, რომ ცოცხალს ვერ მოუარა და ვერ გაუფრთხილდა.. ეს არის ჩვენი ქვეყანა, ასეთი ვართ ქართველები… საუკუნეებია წარსულს მივტირით და მომავლის იმედი გვაქვს… რეალობას არ ვენდობით და არ გვჯერა აწმყოსი. ეს მინდა შეიცვალოს, დიდი იმედი მაქვს…“ – წერს ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში.

„არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ძალიან აშინებდა სიკვდილი“: რას წერს ლიზა ყენია ბელგიაში გარდაცვლილ ლიზა ქისტაურზე

დათო გორგილაძე ლიზა ქისტაურზე: აღმაფრთოვანებდა მისი უნარი, რომლის დახმარებითაც რთულ და წინააღმდეგობრივ გზაზე მოსიარულე, არ კარგავდა სილაღეს საკუთარი თავის და სხვების გასამხნევებლად

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g