საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე ისაუბრა.
“ამ ჯერზეც ეპისტოლეშიც იყო მთავარ საკითხებზე საუბარი. გამოვყოფდი იმ საკითხს, რომელიც შეეხებოდა სინდისს – ადამიანში უფლის სიტყვას… დღევანდელ საზოგადოებაში, როდესაც ბევრი დაბნეულია, ბევრი ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა, მნიშვნელოვანია ყველამ უსმინოს საკუთარი სინდისის ანუ უფლის ხმას… ეპისტოლე არის ის, რომელშიც მნიშვნელოვანი დეტალებია, რაც სულიერი ცხოვრებისთვის არის გადამწყვეტი და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხები იყო ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის ხაზგასმული”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.