ცნობილი გახდა, სად იცხოვრებს კრიშტიანო რონალდო „ალ ნასრიში“ გადასვლის შემდეგ.
Daily Mail ამტკიცებს, რომ პორტუგალიელი ერ-რიადში მდებარე 99-სართულიან ცათამბრჯენ Kingdom Tower-ში ცხოვრობს, სადაც ელიტური სასტუმროცაა. რონალდომ, მისმა ოჯახმა, მეგობრებმა და დაცვამ 17 ოთახი დაიკავეს.
თავისთვის კრიშტიანომ ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი დაიჯავშნა. მას ორი სართული უკავია და გიგანტური ზომებით გამოირჩევა. ეს ნომერი ფეხბურთელმა ერთი თვით აიღო.
ვარაუდობენ, რომ ასეთ სასტუმროში ცხოვრება რონალდოს 250 ათას ფუნტზე მეტი დაუჯდება.