LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვთან ახლოს მდებარე რესტორან „თბილისოში“ ქართველი მზარეული მოკლეს

510
ქართველი მზარეულის მკვლელობა მოსკოვთან

36 წლის ქალმა მოსკოვთან ახლოს მდებარე რესტორან „თბილისოში“ ქართველი მზარეული და ამავე რესტორნის მფლობელი მოკლა – რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა მიტიშჩში მოხდა.

დაპირისპირება თანამშრომლებს შორის სამზარეულოში დაიწყო. 36 წლის ტაჯიკეთის მოქალაქემ ქართველ მზარეულს დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 50 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

ვრცელდება სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც დანაშაულის ფაქტია ასახული. ქალი ადგილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g