მსოფლიოს სამი ყველაზე საშიში ქვეყანა 2023 წლის პროგნოზით – ვენესუელა, პაპუა ახალი გვინეა და სამხრეთ აფრიკაა. სია პორტალმა World Population Review-მა კვლევის შედეგად გამოაქვეყნა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვენესუელაში ყოველ 100 ათას ადამიანზე 80 დანაშაული მოდის.
მეოთხე ადგილზე ავღანეთი განთავსდა, მეხუთეა – ჰონდურასი, მეექვსე – ტრინიდადი და ტობაგო. რეიტინგში შემდეგ ადგილებს გაიანა, სალვადორი და ბრაზილია იკავებენ.
დაბოლოს, ყველაზე საშიში ქვეყნების ტოპ-ათეულს იამაიკა ასრულებს.