LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი : შემაშფოთებელია, რომ გიული ალასანიას და სხვებს უფრო მეტად აინტერესებთ რუსეთის აზრი და არა ის, რას ფიქრობს ქართველი ხალხი

177
BeFunky-collage (3)

„ჩანაწერები თუ ავთენტურია, შემაშფოთებელია, რომ გიული ალასანიას და სხვებს უფრო მეტად აინტერესებთ რუსეთის აზრი და არა ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე  თქმით, უნდა ვივარაუდოთ, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი არის ერთ-ერთი იარაღი „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის.

„ალბათ, საფუძვლიანად უნდა ვივარაუდოთ, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი არის ერთ-ერთი იარაღი „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის, რათა ერთმა გამოსტყუოს მეორეს მასალა და ამით ებრძოლონ ერთმანეთს. გულახდილად უნდა გითხრათ, რომ ეს დიდად საინტერესო ჩემთვის არ არის, უბრალოდ, შემაშფოთებელია ის, რაც მოვისმინეთ თუკი ეს ჩანაწერები ავთენტურია, რომ ქალბატონ გიულის და კიდევ სხვებს უფრო მეტად აინტერესებთ რუსეთის აზრი, მათ შორის, მიშა სააკაშვილის, როგორც კრიმინალის საქართველოში შემოპარვასთან დაკავშირებით, ასევე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა თემაზე აინტერესებთ რუსეთის აზრი და არა ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ეს უკვე არის აშკარა. ჩვენ ამას დიდი ხანია, ვამბობდით. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ხედავდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა მაშინდელი ხელისუფლების მიერ საქართველოს საზიანოდ და რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ეს კიდევ უფრო აშკარა ხდება ამ ფარული ჩანაწერების მოსმენის შედეგად“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით,   „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, მისთვის სიახლე არ არის და დასძინა რომ  ეს პარტიული ორგანიზაცია ჩამონგრეულია.

„უკვე რამდენიმე ხანია, ეს ახალი აღარ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული დაპირისპირება, რომ ჩამონგრეულია ეს პარტიული ორგანიზაცია. მე, როგორც პარტიაში მომუშავე ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ ფუნქციონირებს პარტიული სტრუქტურა, როგორაა ის აგებული და რას ჰქვია ზოგადად, პოლიტიკური ორგანიზაცია, ვთვლი, რომ ეს უკვე აღარ არის პარტია. ამ პარტიაში ნამყოფი ადამიანები, ცალ-ცალკე დაქსაქსული, უკვე თვითონ აღარ მალავენ, რომ ერთმანეთს ებრძვიან და ის პარტიული რესურსიც აღარ აქვთ, რომ საზოგადოებას მაინც აჩვენონ ერთიანი ფასადი ან სახლი. შესაბამისად, საქმე აღარ უნდა გვქონდეს უკვე კრიზისთან, არამედ რაღაც ტიპის დასასრულთან. სხვა მხრივ, ანალიზისთვის დიდად საინტერესო ეს არ არის“, – განაცხადა წულუკიანმა.

„არც მომისმენია და არც მაინტერესებს ეს სისულელეები“ – რას ამბობს გიული ალასანია გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g