LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ დიდ გაჭირვებაშია, ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები და როგორც მაშველ რგოლს, ეჭიდებიან – ბექა ოდიშარია ლავროვის განცხადებაზე

144
BeFunky-collage (3)

„რუსულ განცხადებებს “ნაციონალური მოძრაობა“, როგორც წესი, როგორც მაშველ რგოლს ეჭიდება და ამ განცხადებებზე აპელირებს. როგორც წესი, ეს იმ პროცესებს ემთხვევა ხოლმე როდესაც “ნაციონალური მოძრაობა“ შიდა პარტიული თუ სხვა მიმართულებით ჩიხშია შესული“ , – ასე აფასებს  „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის  განცხადებას.

მისივე თქმით, ლავროვისგან ის არც ქათინაურს და არც შექებას არ მიიღებს.

„არაფერში გვჭირდება მათ შორის საქართველოს ეკონომიკური განვითარების ირგვლივ მათ მიერ აღქმული სტატისტიკა. რუსულ განცხადებებს “ნაციონალური მოძრაობა“, როგორც წესი, როგორც მაშველ რგოლს ეჭიდება და ამ განცხადებებზე აპელირებს. როგორც წესი, ეს იმ პროცესებს ემთხვევა ხოლმე როდესაც “ნაციონალური მოძრაობა“ შიდა პარტიული თუ სხვა მიმართულებით ჩიხშია შესული.

ის, რომ ეკონომიკა გაიზარდა, ეს საქართველოს მთავრობის წარმატებულად ოპერირების, მენეჯმენტის და პროცესების სწორად მართვის დამსახურებაა. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხედულებები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სხვა თემებზე, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის“, – განაცხადა ოდიშარიამ.

„დიახ, იყო 2008 წლის ამბავი, მაგრამ ისევ NATO-მ ითამაშა თავისი როლი – სააკაშვილს ემოციები „აეშალა“ და გადაწყვიტა, რომ მორჩა: ეს ინდულგენციაა“: სერგეი ლავროვი

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება – ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g