რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება.
ლავროვი: „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პროექტებს მივესალმები“
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სურვილების მიხედვით მოქმედებს და ამას მოწმობს ის, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქვეყნის შიგნით და მის გარეთ აწარმოებს იმ პოლიტიკას, რომელიც პუტინის რუსეთს აწყობს.
ბოკერიას თქმით, ქვეყნის შიგნით პუტინისტურ ძალებთან ალიანსი, ასევე პროპაგანდა ომის შიშზე დამყარებული დასავლეთის დემონიზაციის, ივანიშვილის რეჟიმისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი შესაძლებლობაა.
„ჩვენ გვყავს ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს სწირავს.
პუტინისტურ ძალებთან ალიანსი ქვეყნის შიგნით, პროპაგანდა ომის შიშზე დამყარებული დასავლეთის დემონიზაციის, მისთვის არის ერთადერთი შესაძლებლობა, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამ ყველაფრის შედეგია საქართველოს იზოლირება დასავლეთისგან. რუსეთისთვის მარტო დარჩენილი საქართველო სასურველია.
ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება ამერიკას და დასავლეთს ბოდვით და მოღალატეობრივი სიცრუით. ამ ყველაფრის შედეგია სასურველი ვითარების შექმნა რუსეთისთვის.
საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სურვილების მიხედვით მოქმედებს. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ივანიშვილის რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, აწარმოებს იმ პოლიტიკას, რომელიც აწყობს პუტინის რუსეთს.
თუ ვინმეს გაგება უნდა, რას ნიშნავს, თუ რუსეთს დაათმობინებ სახელმწიფოებრიობის ნაწილსაც კი, სადამდე მივა ვითარება, შევხედოთ, კადიროვების მმართველობა იქნება საქართველოში. ბელარუსივით შუაგულ ევროპაშიც რომ იყო გეოგრაფიულად, თაობები დაკარგავენ ნორმალური ცხოვრების შანსს იმ რეპრესიულ მარაზმში, რაც ლუკაშენკოს ქვეშ ხდება.
ეს არის მაგალითი და თუ ვინმეს უნდა თქვას, რომ რუსეთთან „შეკვრით“ გადავრჩებით, შეხედონ რა ბედი ეწიათ მათ, ვინც რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე იყო ან იძულებული იყო ყოფილიყო, ჩვენი მეზობლებიდან, რა ბედი ეწია მათ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საუბრისას.