ფილოლოგიის დოქტორი, ცნობილი პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სიტყვის მნიშვნელობის შესახებ მსჯელობს:
“თქვენ ამბობთ, რომ ერთი სიტყვა არაფერს ნიშნავს? მაშინ “მერანი” იქნებ ასე წავიკითხოთ:
“მირბის, მიმაფრენს უგზოუკვლოდ ჩემი ჯაგლაგი”.
ყველაფერი შეიცვალა, არა?
ხუთიდან მხოლოდ ერთი სიტყვა გამოვცვალეთ და ბარათაშვილის ფიქრის სიმაღლიდან აღარაფერი დარჩა – არც შინაარსი და არც განწყობა თუ პათოსი.
სიტყვა მიმართების განზომილებას განსაზღვრავს – მხატვრულ ტექსტშიც და ადამიანთა ურთიერთობებშიც.
მოძებნეთ საჭირო სიტყვები.
სამყაროს, ზნეობას, ღირსებას, სიყვარულსა და მშვენიერებას შესატყვისობები უყვართ.
სრულფასოვნად ის გამოხატავს, ვინც შესაფერის (ზოგჯერ – ერთადერთ!) სიტყვებს პოულობს.
დღეც მერანმა უნდა განსაზღვროს და არა ჯაგლაგმა.
დილა მშვიდობის”, – წერს გია მურღულია.
“არ მოკლა ბავშვი შენში” – გია მურღულია ბებიებსა და ბაბუებს 5 რჩევას უზიარებს
რა არის ადამიანის 3 ძირითადი მტერი – გია მურღულიას განმარტება
გია მურღულია: „მობილური ტელეფონის გამოყენება გაკვეთილზე უპირობოდ უნდა შეიზღუდოს..“