ფილოლოგმა და ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “მთავარ როლში” მეუღლისადმი მიძღვნილი ლექსი წაიკითხა.
“ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარდა. ჩემი განცდით, ის ჩემთვის ყველაფერი იყო. მერე ამ ცხოვრებიდან წავიდა. მე კიდევ ჩაბმული ვიყავი ორომტრიალში და მავიწყდებოდა. ხომ შეიძლებოდა ჩავხუტებოდი, მოვხვეოდი და სიტყვები მეთქვა. ერთი ლექსი მინდა გითხრათ:
რაღაც მინდოდა მეთქვა და ვერ გითხარი, ვერა რა…
გული მეუბნებოდა, ჯერ არა და ჯერ არა.
წლები უცებ გაფრინდნენ, გზებიც განვლეთ მრავალი.
ისე შემოგვაღამდა, ვერ გითხარი მთავარი”, – საუბრობს შალვა ამონაშვილი.
შალვა ამონაშვილი: ჩვენ აღზრდას სერიოზულად არ ვუდგებით, სკოლაში საერთოდ გამოვრიცხოთ აღზრდა, არ არის