LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რას გირჩევთ მშობლებს შალვა ამონაშვილი, როცა შვილებთან ურთიერთობა დაგეძაბებათ: „დაუწერე, რა გაწუხებს, რა გახარებს, ოღონდ საყვედური არა…“

190
შალვა ამონაშვილი

ცნობილი პედაგოგი, შალვა ამონაშვილი „იმედის დღის“ მაყურებელს ურჩევს, როგორ მოიქცნენ, როცა შვილებთან ურთიერთობა ეძაბება:

„რა უნდა ქნას მშობელმა იცი? როცა რამე აწუხებს, რად უნდა უყვიროს ბავშვს? გადექი განზე, ნუ განრისხდები, იმიტომ, რომ ის იზრდება და შენ გაიზარდე… ხანდახან გინდა, რაღაც უთხრა და გერიდება, დასვა და სიტყვით ელაპარაკო – დაუწერე, რა გაწუხებს, რა გახარებს, ოღონდ საყვედური არა. მადლობა დაუწერე, რომ ის გყავს შენ იმედად და გასახარად, ჩაუდე კონვერტში და დაუდე მაგიდაზე, ხელში არ უნდა მიაჩეჩო. წერას მაგნიტური ძალა აქვს, გინდა, მეორედ აიღო, მესამედ. ზეპირად რომ უთხრა, არ მოგისმენს, დაწერილზე დაფიქრდება, იმას ინახავს, ეს წერილი მარტო დღეს კი არა, 10 წლის შემდეგაც იმოქმედებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g