ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს.
როგორც ბლოგერი აღნიშნავს, ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია და ამით ამაყობს.
“ახლა რაცხას ვიტყვი რაფერც მჩვევია ბჟუტური გულწრფელად. პირველად ვარ ბაკურიანში ” ბახმაროს იქით ვერ ვიხედები, არ გეგეცინოთ…ისე სა იყო ჩემს ბაღნობაში მაგის საშუალება.
არაფერი მშურდა არავის არასდროს, უბრალოდ ზუსტად ვიცოდი რომ ჩემს ბავშვურ ოცნებებს მომავალში სხვა ბაღნებს ავუსრულებდი.
წარსულს გადავხედე და აღმოვაჩინე რომ ყველაფერს ჩემით მივაღწიე ცხოვრებაში, რა მაგარია. ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ და დროებით უიმედოდ ხარ, გულით მინდა გითხრა. არასოდეს დანებდე. იყავი უბრალო და გულით ღირებული.
არ აჰყვე ცუდ ხმას. იბრძოლე საკუთარი მიზნებისთვის და გწამდეს უფალი არასოდეს მიგატოვებს”, – წერს გივიკო დიდია.
გივიკო დიდია: თუ ვინმეს ჰგონია ლანძღვას ლანძღვითვე ვუპასუხებ ძალიან ცდება