LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედებს ჰგონიათ , რომ შეუძლიათ ტკივილი დამალონ შვილებთან…გეფერებით ყველა გულნატკენ დედას, ძალიან მინდა, რომ კარგად იყოთ” – რას წერს გივიკო დიდია

7906
BeFunky-collage - 2023-01-15T005016.556

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში დედის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“დედებს ჰგონიათ , რომ შეუძლიათ ტკივილი დამალონ შვილებთან და გადაფარონ სხვა უკეთესი რაღაცებით. ფიქრობენ, რომ შვილები ვერ ამჩნევენ, რომ არ არიან კარგად, რომ არ არიან ბედნიერი. ფიქრობენ, რომ ვერ ამჩნევენ შვილები , რა მწარეა მონატრება მამის, ” მეუღლის ” და ამის გამო, როგორი შებოჭილები არიან ხშირად უსუსურობისგან.

ჰგონიათ, რომ სახლის დალაგებით, სამზარეულოში სადილის კეთებით, შენი ტანსაცმლის გარეცხვით და მოწესრიგებით შეძლებენ გადაფარვას, მაგრამ ეს ყოველ ჯერზე განწირული ქმედებაა. შვილებს ყნოსვა აქვთ განვითარებული ბედნიერების მიმართ. ჩვენ მას ვგრძნობთ. ვიცით როდის გტკივათ და გიხარიათ. კარგი შვილები ყოველთვის ვცდილობთ, გულში ჩავიკრათ დედიკოები. შვილობაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა, როგორიც დედობა.

პ.ს გეფერებით ყველა გულნატკენ დედას . ძალიან მინდა , რომ კარგად იყოთ . იყავით თქვენი შვილებით გახარებული და რაც მთავარია, ღვთის წყალობა და ჯანმრთელობა არ მოგკლებოდეთ”, – წერს გივიკო დიდია.

ნახევარ სიცოცხლესაც დავთმობდი, რომ შემეძლოს, ისევ უდარდელად ბავშვობის გატარება გურიაში – გივიკო დიდია

გივიკო დიდია: „თურმე ასაკში მყოფი ადამიანებიც ასე არიან, პატარასავით სჭირდებათ ზრუნვა, სითბო და სიყვარული.. ეს გოგო იმსახურებს, რაც დათესა იმას იმკის“

გივიკო დიდია: თუ ვინმეს ჰგონია ლანძღვას ლანძღვითვე ვუპასუხებ ძალიან ცდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g