LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევარ სიცოცხლესაც დავთმობდი, რომ შემეძლოს, ისევ უდარდელად ბავშვობის გატარება გურიაში – გივიკო დიდია

230
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2023-01-03T212949.044

ბლოგერი, გივიკო დიდია ახალი წლის გურულ ტრადიციებზე წერს და ამბობს, რომ გული სწყდება, ბავშვობაში დაბრუნებას რომ ვეღარასოდეს მოახერხებს.

„ეჰ, წუთიც მაინც დამაბრუნა ბავშვობაში, როცა მთელი ოჯახი ვიყავით ერთად . მაშინ ჩემს ქუჩაზე , ყველა სახლში სინათლე იყო. შემოღამება და ღია ფანჯრებიდან გადაძახილი მომენატრა , სა ხარ, გადმოი . გავიდა დრო და თან ბევრი ადამიანი გაჰყვა . ახლა ძველებურად მხიარული აღარ არის სახლები . ფანჯრებს მიღმა , ვერც სინათლეს დაინახავ . ისე მძიმედ დგანან , სევდით სავსე არიანო იფიქრებს კაცი . მაშინ სხვანაირი იყო ირგვლივ ყველაფერი , უფრო მიამიტი, ლაღი, ხალხიც , მე ასე მგონია.

მენატრება ყველაფერი ძველი, ჩემი ოჯახიდან და ჩემი ქუჩიდან წასული ადამიანები, მეზობლობის ასე ლამაზი წრე რომ ჩამოაყალიბეს ჩემს ცნობიერებაში. გული მწყდება რომ იმ დროში ვერაფრით დავბრუნდები. დამიჯერეთ, ნახევარ სიცოცხლესაც დავთმობდი, რომ შემეძლოს, ისევ უდარდელად ბავშვობის გატარება გურიაში.“- წერს გივიკო დიდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g