თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი მალე საქართველოში დაბრუნდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს.
„ყველაზე ძლიერი ოჯახი. მეამაყებით. მიხარია რომ ძალიან მალე, ჩვენი გმირი დათიკო ბრუნდება საქართველოში. წარმატებები ჩემო“. – წერს ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რვა წლის დათი შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შემდეგ გაიცნო საქართველომ.
იმ მომენტიდან, როდესაც ქართველმა ექიმებმა დათის გადარჩენა მოახერხეს, დაიწყო მეორე ბრძოლა სიცოცხლის სასარგებლოდ.
ახლა დათი მშობლებთან ერთად გერმანიაში იმყოფება.
ვიდეო: დათი ეზოში სეირნობს და წვიმიანი ამინდით ტკბება