დათი ქოქრაშვილის დედა „შუადღის“ ეთერს ჩაერთო და აღნიშნა, რომ მისი შვილი, რომელიც შარტავაზე მძიმე ავარიის შედეგად დაშავდა, ამჟამად ბევრად უკეთ გრძნობს თავს:
„დათიკო, მადლობა ღმერთს, ბევრად უკეთ არის. რა შედარებაა, სიცოცხლეს აღარ ემუქრება საფრთხე. ვმუშაობათ, რომ ფეხზე დადგეს, შეძლოს სიარული, პროთეზირება ცოტა გადაგვიდეს, დეკემბერში ვგეგმავდით და თებერვალში გადაგვიტანეს.
ფსიქოლოგიურად ვმუშაობთ, ვეუბნებით და ვამხნევებთ, რომ ბედნიერება ფეხში არ არის, რამდენი ადამიანი მინახავს ორი ფეხით მოსიარულე, მორბენალი, მაგრამ შეიძლება ბედნიერი არ იყოს. ბედნიერება გულშია.
როგორია პატარა დათის ჯანმრთელობის მდგომარეობა
⭕️ როგორია პატარა დათის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა? – დათი ქოქრაშვილის დედის ჩართვა გერმანიიდან
Posted by შუადღე • Shuadge on ორშაბათი, 24 ოქტომბერი, 2022
მშობლებს, ვინც ახლა რთულ პერიოდს გადის, ვეტყოდი, რომ აქცენტი დადებითზე გააკეთონ. რაღაც უფრო უარესს აარიდა ღმერთმა… ამხელა ტრაგედიის მერე ჩემთვის დიდი ტკივილია, რომ ჩემი შვილი ასეთ ტანჯვას გადის, მაგრამ იმის სიხარული, რომ ბავშვი ცოცხალია, სუნთქავს და მეტიკტიკება, ბევრად მეტია ჩემში, ვიდრე უბედურების განცდა. რაც შეიძლება მეტად მადლიერი იყვნენ ღმერთის. რამდენად ცუდი შედეგი შეიძლება დამდგარიყო, შეიძლება, ხერხემალი დაზიანებოდა. საერთოდ რა მაქვს საწუწუნო, პატარა კიტას და ანგელოზი მარიტას მერე საერთოდ ხმა არ ამომეღება… მადლობა ღმერთს, რომ ბავშვი ცოცხალი მყავს…“
ვიდეო: დათი ეზოში სეირნობს და წვიმიანი ამინდით ტკბება
დათი ქოქრაშვილს კლასელები ვიდეოზარით დაუკავშირდნენ: „ყველაზე გულწრფელი ემოცია…“