LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვიქნები…ცხრა საათი სასწაულები აკეთეს რომ ბავშვი არ დაეკარგათ” – რა პოსტს აქვეყნებს დათი ქოქრაშვილის დედა

224
BeFunky-collage - 2022-10-24T234512.597

შარტავას ქუჩაზე მძიმედ დაშავებული ბიჭის, დათი ქოქრაშვილის დედა ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მთელი ცხოვრება იაშვილის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის მადლიერი იქნება.

მისივე სიტყვებით, ჩვენი ქვეყნის პროფესიონალები უნდა დავაფასოთ.

“ექიმი და ზოგადად ადამიანი თუ არის გულისხმიერი ის არჩევითად არ ამჟღავნებს ამ თვისებას. ან ხარ გულისხმიერი ან არ ხარ. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, როგორც ჩემ შვილზე დაიხარჯა ეს არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი,ზუსტად იმავენაირად დაიხარჯებოდა სხვა ნებისმიერ პაციენტთან.

დათიკოს არც არავინ იცნობდა და არც არავის შვილი იყო…. ქუჩაში გაჭყლეტილი უცხო ბავშვი ფაქტობრივად უსისხლოდ შეიყვანეს საოპერაციოში ისე რომ სახელიც არ იცოდნენ მისი და ცხრა საათი სასწაულები აკეთეს რომ ბავშვი არ დაეკარგათ.

როგორ დავიჯერო რომ ეს ექიმები სხვა პაციენტებს გულგრილად ექცევიან.მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვიქნები Makuna Tevzadze მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children’s Central Hospital.

ყველაზე მძიმე პაციენტები შეჰყავთ ყოველთვის ამ კლინიკაში,შესაბამისად ლეტალობის მაჩვენებელიც ყველაზე მაღალი პროცენტულად აქ იქნება.კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა…დავაფასოთ საკუთარი ქვეყნის პროფესიონალები,არაფრით ჩამოვუვარდებით არც ევროპის და არც ისრაელის ექიმებს,პირიქითაც კი შემიძლია ვთქვა. აქ რომ ის პირობები და ხარისხიანი მედიკამენტები გვქონდეს ალბათ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვიქნებოდით ამ კუთხით”, – წერს დათი ქოქრაშვილის დედა.

ამავე თემაზე:

დათი ქოქრაშვილის დედა: „საერთოდ რა მაქვს საწუწუნო, პატარა კიტას და ანგელოზი მარიტას მერე ხმა არ ამომეღება… მადლობა ღმერთს, რომ ბავშვი ცოცხალი მყავს…“

ვიდეო: დათი ეზოში სეირნობს და წვიმიანი ამინდით ტკბება

„ექიმები ცდილობენ, რაღაცნაირად მოარგონ ჯერ სკამი, შემდეგ პროთეზი..“ – დათი ქოქრაშვილის მამა შვილის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას გვაწვდის

დათი ქოქრაშვილს კლასელები ვიდეოზარით დაუკავშირდნენ: „ყველაზე გულწრფელი ემოცია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g