LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ავტომობილი დადის იქ, სადაც სხვებისთვის აკრძალულია

47

კიდევ ერთი სიახლე ტოკიოს ავტოსალონიდან. კომპანიამ Honda წარმოადგინა ორადგილიანი ელექტრომობილი. კონცეპტს Wander Stand ქვია. მანქანა გათვლილია მწვანე ზონებში სასეირნოდ, იქ, სადაც სხვა ავტომობილებით გადაადგილება აკრძალულია. მაგალითად პარკებში ტურისტული გასეირნებისთვის.

მოდელს ფუტურისტული გარეგნობა აქვს. ავტომობილს მართავს ავტოპილოტი. ბორტკომპიუტერი იმართება ხმოვანი ბრძანებით. პროექციული ტექნოლოგიის წყალობით სანავიგაციო და სხვა ინფორმაცია შუშაზე აისახება. სხვა დეტალები Honda-ს ელექტრომობილზე უცნობია.

b_129acb99Hon

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები