დღეიდან 28 ივნისამდე საქმიანობის, ენერგიისა და მოქმედების მმართველი პლანეტა მარსი კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რაც ადამიანთა საქმიანობა და თუ მოქმედებებში მეტად გააძლიერებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, დისციპლინა, ნებისყოფა და პრაგმატულობა. ამავდროულად, მოიმატებს ისეთი ნეგატიური თვისებების გამოვლენა, როგორიცაა სიჯიუტე, პირდაპირობა და სიზარმაცე. ამ ნეგატიურ თვისებებს კონტროლი დაუწესეთ 28 ივნისამდე, ხოლო დადებითი მაქსიმალურად გამოავლინეთ, რათა იყოთ მეტად წარმატებულები. მთლიანობაში ეს მოვლენა ხელს შეუწყობს როგორც შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, ისე აქტიურ მოქმედებებს საბანკო, ეკონომიკურ სფეროებსა და მშენებლობის სექტორში.
დღის რეკომენდაცია – დღეს დაწყებული საქმეები აუცილებლობით ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. კარგი დღეა ახლობლებთან ურთიერთობისთვის, საყიდლებისთვის, კულინარიისა და ფოტოგრაფიისთვის. მოერიდეთ დაპირებების გაცემასა და ვალის აღებას, ასევე, ბინის შეცვლასა და ქორწინებას. განსაკუთრებული ყურადღებით გადაამოწმეთ საბუთები ხელმოწერამდე, რადგან შეცდომის დაშვების ალბათობა მაღალია. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრების ახდენა საეჭვოა.
პარტნიორული ურთიერთობები – დღევანდელი დღე ხელს უწყობს არსებული პარტნიორული კავშირების გამტკიცებასა და ერთგულების გამოვლენას.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით დღეს სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (აუცილებლობის გარდა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, შედეგიანია კბილების, სახსრების, ძვლების, ხერხემლისა და მუხლების მკურნალობა.
დღის ფერები და მინერალები – ენერგეტიკული პერსპექტივების შესაქმნელად და სასიკეთო ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ: ზურმუხტი, რაუხტოპაზი, ოპალი, მარჯანი და მარგალიტი. თქვენს შარმს და მიმზიდველობას მეტად წარმოაჩენს – თეთრი, მწვანე, იისფერი, ბეჟი და ცისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში).
ზოდიაქოს ნიშნები – ქალწულისა და მორიელისთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებით პოზიტიურია, ხოლო ვერძისა და ტყუპებისთვის დღე შედარებით დაძაბულია – თქვენ გმართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.დანარჩენი ნიშნებისთვის, წარმატების კუთხით დღე საშუალოა.