LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში ხანძარია

159
ხანძარი

არსებული ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანიდან 16 კილომეტრში, ტყეში ხანძარია. ცეცხლი, სავარაუდოდ, ტყის ქვედა ფენას, ხმელ ფოთოლს და ბალახს უკიდია.

გავრცელებული ცნობით, ხანძრის კერა ალპურ ზონაში გაჩნდა და რელიეფიდან გამომდინარე ადგილზე მხოლოდ ფეხით მისვლაა შესაძლებელი. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

“ფორტუნა” დამატებით დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g