LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,კუნწულიკო… შენი დაბადების დღე გათენდება…სულ გულში ხარ…სულ” – გელა დაიაურის ემოციური პოსტი

1344
BeFunky-collage - 2023-01-27T003130.766

პოეტი გელა დაიაური დაღუპულ მეუღლეს, თეონა ქუმსიაშვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს.

“კუნწულიკო…შენი დაბადების დღე გათენდება… სულ გულში ხარ… სუუულ… წმინდა ნინოს მადლიანი კალთა გფარავდეთ მანდ…”, – წერს გელა დაიაური.

ცნობისთვის, 2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ. “ჯიპის” მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა. ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის – 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი, მათი ორი ვაჟი – დემეტრე და ჯარჯი, თეონას და – ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი – მამუკა.

საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა…

თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა – თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი – თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.

დემეტრე, შვილოო… ვერც ერთხელ მოვახერხე ჩემი ტკივილის და მონატრების გამოხატვა – გელა დაიაურის ემოციური მილოცვა გარდაცვლილ შვილს

ფოტო: გელა დაიაურმა და მისმა რჩეულმა ჯვარი დაიწერეს

ვიდეო – გელა დაიაური: “თეოს გარდაცვალების მერე სიმღერა აღარ დამიწერია…მეუბნებიან, რომ ძლიერი ვარ, ალბათ გარეგნულად ვჩანვარ, თუმცა შინაგანად დანგრეული ვარ”

„ვერ გადმოვცემ სულიერ სიმძიმეს… თითქოს ძველი ჭრილობა გამეხსნა“ – გელა დაიაური შატილის ტრაგედიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g