პოეტმა, კომპოზიტორმა და მომღერალმა გელა დაიაურმა პირადი ცხოვრების შესახებ გადაცემაში “პოსტ ალიონი” ისაუბრა.
დაიაურმა გულახდილად ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ გრძელდება მისი ცხოვრება მომხდარი ტრაგედიის შემდეგ.
ფოტო: გელა დაიაურმა და მისმა რჩეულმა ჯვარი დაიწერეს
“თეოს გარდაცვალების მერე სიმღერა აღარ დამიწერია. თეოს მერე ცოტა რთულია სიმღერის დაწერა იმდენად დიდი იყო…
ტკივილზე ლაპარაკი ზოგადად არ მიყვარს, მირჩევნია ჩემთვის ვიფიქრო, ჩემთვის მქონდეს და ჩემთვის ვატარო.
თუმცა ვწერდი ამ პერიოდში ლექსებს, წიგნადაც გამოვეცი, რომელიც ოჯახს მივუძღვენი.
ლექსი გეხმარება თავისთავად. იმ სათქმელს, რომელსაც ვერავის ვერ ეუბნები, მთლად შენს თავში არ იხარშავ და რაღაცნაირად ფურცლებს ანდობ ისევ საიდუმლოს.
მეუბნებიან, რომ ძლიერი ვჩანვარ, ალბათ გარეგნულად ვჩანვარ, თუმცა შინაგანად დანგრეული ვარ ძალიან.
სადაც მე გავიზარდე, მთაში, მამაკაცს არ უნდა გამოეხატა ზედმეტად ემოცია და უნდა შეხვედროდა მტკიცედ.
რაც უფრო მტკიცედ შეხვდებოდი ვინმეს დაკარგვას, უფრო ძლიერი იყავი და უფრო მეტი სახელი გქონდა ადამიანს.
თუ შენ ზედმეტად იგლოვებ, არც საკუთარ თავს სცემ პატივს, არც იმ ადამიანებს, ვინც დაკარგე, არც შენს ოჯახს, არც შენს ქვეყანას.
ყველა იმ ქვეყნად წავალთ, ეს არის წამიერი განშორება მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ეს არის წამის სოფელი, წუთისაც არ არის.
ამ ქვეყანაზე რახან დაგტოვა უფალმა ჯობია, რომ უფალსაც არ აწყენინო იმ საჩუქრისთვის, რასაც სიცოცხლე ჰქვია და გააგრძელო არა გლოვაში, არამედ სიკეთის კეთებაში, მეგობრებთან ურთიერთობაში და სიცოცხელში.
დავოჯახდი ქართლელ გოგონაზე, ეკა მანჩხაშვილზე. რთული კი არა ძალიან რთული იყო, ცხოვრებაში ასეთი სირთულე, ალბათ იმ ამბის მერე აღარ შეგვხვედრია იმიტომ, რომ ბევრ რამეზე ფიქრობ…
არის ერთი მომენტი, რომ არ უნდა მოატყუო ადამიანი. ჯერ საკუთარ თავში გიწევს დარწმუნება და დაჯერება ამ ყველაფრის, რათა წრფელი და სუფთა იყო ადამიანთან.
მეორე მომენტი იყო, რომ მეშინოდა ამ ჩემი ტკივილით, ამ ჩემი განცდებით არ დამემძიმებინა ის ადამიანი, ვისთანაც ვიქნებოდი.
ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელთანაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და მსუბუქი გახდა ამ ადამიანის დახმარებით ამ ნაბიჯის გადადგმა.
ყველაფერი კარგად გავიგეთ, ყველაფერი კარგად გავიაზრეთ, არც პატარები ვართ.
ეს არის ბედნიერება, ეს არის მომავლის იმედი, ძალა.
ვიპოვე კიდევ ერთხელ მშვიდი ნავსაყუდელი ჩემს ცხოვრებაში.
სიყვარული ეს ის გრძნობაა, რომელიც გაძლევს იმედს, პირველ რიგში, ცხოვრების იმედს, მიზანს და გაძლიერებს. გაძლიერებს, გასუფთავებს ადამიანს შინაგანად…თვითონ ღმერთია სიყვარული, მე ასე ვფიქრობ,” – აღნიშნა გელა დაიაურმა.
გელა დაიაური დაქორწინდა – ვინ არის მისი რჩეული