LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემეტრე, შვილოო… ვერც ერთხელ მოვახერხე ჩემი ტკივილის და მონატრების გამოხატვა – გელა დაიაურის ემოციური მილოცვა გარდაცვლილ შვილს

1916
დაიაური

პოეტ გელა დაიაურის გარდაცვლილ შვილს, დემეტრეს დღეს დაბადების დღე აქვს,  რომ არა 2010 წელს მომხდარი ავარია, მას დღეს 14 წელი შეუსრულდებოდა.

გელა დაიაური გარდაცვლილ შვილს ემოციურად მიმართავს.

„ვერც ერთხელ მოვახერხე ჩემი ტკივილის და მონატრების გამოხატვა სიტყვებით, იმდენად დიდი და მძიმეა ეს ყველაფერი… სიტყვებს ძალა არ ყოფნით ჩემი თქვენდამი მონატრების გამოსახატად, მამის კაცო… უბრალოდ, გილოცავ დაბადების დღეს.

დემეტრე, შვილოო … ალბათ ასე აჯობებს… დედა ღვთისა გფარავდეთ“… წერს გელა დაიაური სოციალურ ქსელში.

2010 წელს ოჯახს გელა დაიაურის ოჯახს ტრაგედია შეემთხვა – ავტოავარიაში დაიღუპნენ მისი მეუღლე, მუსიკოსი თეონა ქუმსიშვილი და წყვილის ორი ვაჟი, დემეტრე და ჯარჯი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები