მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი შვილიშვილის მიერ შეკვეთილი ბებიის მკვლელობის მომზადების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“26 წლის შვილიშვილმა ბებოს მკვლელობა დაუკვეთა თბილისში, ეს შვილიშვილი პოლიციამ დააკავაო.
სად დაიზარდეთ.. ვისაც გყავთ პაპა-ბაბოები, მალე გამონახეთ დრო და ჩაეხუტეთ ბევრი!
ადეკვატური და სიყვარულით სავსე დღე ყველას”, – წერს გიორგი სუხიტაშვილი.
ცნობისთვის, ბებიის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.