თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11 საათზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
მოსამართლე გიორგი არევაძე ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებს.
გიული ალასანია შვილზე: ჩვენი თხოვნაა, სასჯელის გადავადება – ვერ ჭამს, რადგან მოწამლულია
პროცესზე ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები გამოიკითხებიან.
სხდომის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები, ასევე მესამე პრეზიდენტის გულშემატკივრები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბებიან.
ქალბატონო სალომე, გთხოვთ, ნუ მოკლავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს: სოფო ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილს