საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ გამოცემა Le Monde-ს წერილი გაუგზავნა.
სააკაშვილმა წერილში ჯანმრთელობის დამძიმებულ მდგომარეობასა და “ქართული ოცნების” რუსეთთან დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
“ამ წერილს ჩემი, ქართული ციხის სამედიცინო საკნიდან ვწერ, სადაც, ფიზიკური მდგომარეობის სწრაფად გაუარესების გამო, უკვე რამდენიმე თვეა ვიმყოფები. ჩემზე განხორციელებულმა არაადამიანურმა მოპყრობამ, რომელსაც თან მძიმე მეტალებით მოწამვლა დაერთო, ჩემი ჯანმრთელობა გააუარესა.
ამიტომ, მოგმართავთ მანამ, სანამ ჩემი მდგომარეობა მაძლევს ფიქრისა და წერის საშუალებას, რადგან ჩემი ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობა დღითი დღე იცვლება.
ციხეში ვარ იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი და დასავლეთთან დაახლოების არქიტექტორი ვიყავი. მე იმ რეჟიმის პატიმარი ვარ, რომელიც ჩემი დატყვევებით პუტინს ერთგულებას უდასტურებს. პუტინს, რომელიც მე თავის მტრად მიმიჩნევს…
კრემლის აგრესიულმა ომმა უკრაინაში, ქართული რეჟიმი აიძულა, თავისი რეალური სახე გამოემჟღავნებინა: მას ახლა ნამდვილად სურს პუტინის გამარჯვება და მონაწილეობს მისთვის სანქციების თავიდან არიდებაშიც, როგორც ამას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.
სააკაშვილის მედდა: ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში
ნიკოლოზ სააკაშვილი ზურაბ ჩხაიძეს: „მე რომ ვყოფილიყავი თქვენს ადგილას, მე დღეს გადავდგებოდი“
გიული ალასანია შვილზე: ჩვენი თხოვნაა, სასჯელის გადავადება – ვერ ჭამს, რადგან მოწამლულია