LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის მედდა: ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში

336
ფორტუნა (9)

„იმედის კვირამ“ მიხეილ სააკაშვილის მედდასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მედდა განმარტავს, რომ უკვე დაწერა განცხადება იმის შესახებ, რომ სააკაშვილთან არ იმუშავებს, რადგან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ უძლებს.

„ჩვენი ოთახი [სააკაშვილის პალატის] მოპირდაპირე მხარეს არის და რამდენჯერაც შევსულვართ და უთქვამთ, რომ პაციენტი გონებას კარგავს, მაშინ წნევა, პულსი, სატურაცია – ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში. ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში. მიფიქრია: „ოღონდ არ აღელვდეს, ოღონდ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, -ამბობს მედდა.

ის აღნიშნავს, რომ სააკაშვილთან ურთიერთობის დადებით ეპიზოდებიც ჰქონია და პაციენტის განწყობა სასამართლო დღეებში იცვლებოდა.

„ყველა დაინტერესებული იყო, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს, – აცხადებს მედდა, რომელიც სააკაშვილის პალატაში ბოლოს 23 იანვარს შევიდა.

„დავიწყოთ იმით, რომ თვითონ სასამართლოზე ბატონმა შალვამ [ხაჭაპურიძე] მთელი მსოფლიოს წინაშე განაცხადა, რომ მე ვარ ის ექთანი, რომელიც იმ კადრებზე იყო. იმ კადრებზე სახე მაინც მქონდა დაფარული. ისეთი სტრესი იყო იმის მოსმენა, რომ მე ვიყავი“, – ამბობს მედდა.

მან დეტალურად გაიხსენა რა ხდებოდა პალატაში ამ ეპიზოდის დროს.

„ნივთებს ისროდა. მე რომც არ ვთქვა, მე მგონი მსოფლიომ ნახა ეს კადრები და ეს არავისთვის იქნება ახალი. საწოლიდან ვარდებოდა. პაციენტი იყო აღელვებული, ვცდილობდი დამეწყნარებინა. ვცდილობდი ამეწია საწოლის სახელურები, რომ პაციენტი არ გადმოვარდნილიყო, რაზეც უარი მივიღე. ნელ-ნელა იჩოჩებოდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. რეანიმაციიდანაც გამოვიყვანე ექიმები. როცა გავუკეთეთ მონიტორი, ცოტა ხანში მოიხსნა და გადაისროლა „ლიპუჩკები“. ჩემი გადასახედიდან, ეს უფრო დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, რომელშიც უნიჭიერესი მსახიობი მონაწილეობდა“, – იხსენებს მედდა.

მან კომენტარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გააკეთა, კერძოდ მის კვებაზე.

„ჩემი მორიგეობების დროს, ვნახე, რომ მოტანილი იყო ლობიო, კიტრი, კომბოსტოს სალათა. არ ვიცი რამდენ კალორიას შეიცავდა, მაგრამ პაციენტი ძალიან ცოტას ჭამდა. თვითონ არ ჭამდა. შეჭამდა 2-3 კოვზს და დანარჩენი ნაგავში. იყო შემთხვევები, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არჩევითად სვამდა წამალს. ზოგიერთ წამალზე უარს აცხადება. ეს ყველაფერი დანიშნულების ფურცელზეა დაფიქსირებული. გვეუბნებოდა – ამ წამალს არ დავლევ.

პაციენტს ჩართული ჰქონდა ტელევიზორი, არ მახსოვს, რომელი არხი იყო. წნევას ვუზომავდი, როდესაც პაციენტი ჩემკენ შემოტრიალდა და თქვა: „აი, ნონა დავიჭიროთ“, – ამის შესახებ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მედდამ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მედდა აცხადებს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან წნევის გასაზომად იმყოფებოდა, რა დროსაც პაციენტს ჩართული ჰქონდა ტელევიზორი და ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებას უსმენდა.

„ყველა არხი ატრიალებს ერთი და იმავეს, რომ მედმუშაკები სავარაუდოდ, შევლენ მაგნიტსკის სიაში, დასაჭერ სიაში და ასე შემდეგ. პაციენტს ჩართული ჰქონდა ტელევიზორი, არ მახსოვს, რომელი არხი იყო. წნევას ვუზომავდი, როდესაც პაციენტი ჩემკენ შემოტრიალდა და თქვა: „აი, ნონა დავიჭიროთ“. ეს ჩემთვის სტრესი იყო, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, რომ წნევის აპარატს ხელი გავუშვი და ვკითხე კიდევაც: „რატომ?“. ჩემთვის ძალიან გაუგებარი იყო, რას ნიშნავდა ეს“, – განაცხადა მედდამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევამდე ასევე მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. მედდა აცხადებს, რომ მისი სამუშაო საათები დასრულებული იყო, როდესაც იგი სააკაშვილმა თავისთან პალატაში იხმო. პალატაში მყოფმა ხაჭაპურიძემ მას კითხვები დაუსვა და ტელეფონის ნომერი გამოართვა. ადვოკატმა განუცხადა, რომ იგი შეყვანილია სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში.

„ექთანს ევალება დანიშნულების შესრულება და ამიტომ ჩემთვის იყო ცოტა გაუგებარი, რა მიზეზით უნდა წავიდე სასამართლოზე დასაკითხად“, – განაცხადა მედდამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g