აშშ-ში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ნინი წიკლაური საკუთარ გამომწერებს კონცერტის შესახებ აცნობებს, რომელიც 5 თებერვალს გაიმართება:
„5 თებერვალს, მეტად საპასუხისმგებლო და დიდი კონცერტი გვაქვს.
უზარმაზარ დარბაზში, სადაც არაერთ ვარსკვლავს უმღერია, ჩვენს თავდაუღალავ შრომას წარმოგიდგენთ, რომელსაც ამერიკულ მიწაზე, ქართულ ემიგრაციაში ვაკეთებთ და ბავშვებს ვაყვარებთ ყველაფერ ქართულს.
დრო მოვა და ამას დაგვიფასებენ საქართველოშიც…
ჩემი ქართულად ამღერებული „ციცინათელები” რამდენიმე ბრილიანტ სიმღერას წარმოგიდგენენ, რომელიც ქართველ გენიოს კომპოზიტორებს ეკუთვნი. მადლობა მათ, რომ მაძლევენ საშუალებას, თავიანთი შედევრებით გავანებივრო ბავშვები…“
ნინი წიკლაური: „მომენატრები სიგიჟემდე და ვერასოდეს ვერც ერთი ქალაქი ვერ შემიცვლის შენს თავს..“
ემოციური ვიდეო: როგორ ხვდება აშშ-ში მცხოვრები მომღერალი ნინი წიკლაური წლების უნახავ დას