“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერები ვანო მერაბიშვილმა და მისმა მეგობრებმა გაუვრცელეს.
მელიას თქმით, არ სურს მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში იხილოს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ფარული ჩანაწერით პოლიტიკური გავლენის მოპოვება სცადონ.
“აუდიო ჩანაწერი ჩანაწერი დაჩეხილი და დამონტაჟებულია ვანო მერაბიშვილის და მისი ჯგუფის მიერ. ვიცი კონკრეტული ადამიანები ვინც ამ ჩანაწერით თავს იწონებდა და ამომრჩეველს ასმენინებდა.
არ მინდა მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში ვიხილო ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ფარული ჩანაწერით პოლიტიკური გავლენის მოპოვება სცადონ. კონკრეტული ადამიანები ვიცი, ვინც ეს აკეთა”, – განაცხადა მელიამ.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, “ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს პარლამენტი აღარ სჭირდებათ, რადგან მათ თავიანთი გასაკეთებელი გააკეთეს”.